weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

36 პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა, 881-ის მდგომარეობა მძიმეა

11:50 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსის შედეგად სულ 1012 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან თბილისის საავადმყოფოებში 2762 პაციენტია, აჭარაში – 1048, იმერეთში – 1226.

881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 406 ასეთი პაციენტი თბილისშია, 147 – აჭარაში და 201 – იმერეთში. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.

3736 ინფიცირებული  მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8525 ბინაზე სამკურნალოდაა დატოვებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 უკვე გამოჯანმრთელებულია.

 

ამ თემაზე:

საქართველოში COVID-19-ის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2157 თბილისშია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]